ახალი ამბები
ქუთაისში სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცებულია.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შენობის გარე ფასადის აღდგენა, ხოლო ბიბლიოთეკის შიდა ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. 
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ბიბლიოთეკაში არსებული სამკითხველო დარბაზები, წიგნსაცავები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები თანამედროვე დონეზე მოეწყობა.
"სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა მერიამ, რომელიც უკვე დამტკიცებულია, პროექტი გადაგზავნილია მუნიციპალური განვითარების ფონდში, მათ მიერ შესაძლოა მოხდეს მცირე კორექტირების შეტანა პორეტში, რომელთა გათვალისწინების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი"- განმარტავს ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდება, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა 15 თვე იქნება.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და რეაბილიტაცია შენობის გარე-ფასადის შეცვლას გამორიცხავს. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პროექტის შეთანხმება მოხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.
როგორ გამოიყურება პროექტი, რომლის მიხედვითაც ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს,

ნახეთ ფოტო:


ანა ჯანაშია
Print