ახალი ამბები
ქუთაისში გამაგრილებელი სასმელების მაცივარი გატეხეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამაგრილებელი სასმელების მაცივარი გატეხეს.
დაზარალებულის თქმით, წაღებულია გამაგრილებელი, გაზიანი სასმელების რამდენიმე ბოთლი.

“მოვედი და მაცივარი გატეხილი დამხვდა. დაახლოებით, 50 ლარის ზარალი მივიღეთ,”- ამბობს გამყიდველი, თამთა დოლაბერიძე.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
Print