ახალი ამბები
„ტორპედომ“ ევროპა ლიგის მატჩზე დასასწრები ბილეთი 7-დან 2 ლარამდე გააიაფა
FaceBook

"ტორპედოს" შენი მხარდაჭერა ისე სჭირდება, როგორც არასდროს“ - ამ სლოგანით კლუბი გულშემატკივრებს 18 ივლისს, ევროპა ლიგის მატჩზე  დასწრებისკენ მოუწოდებს.


მას შემდეგ, რაც „ტორპედოში“ ფინანსური კრიზისი დაიწყო, კლუბს მხრადაჭერა განსაკუთრებით სჭირდება.

„ორდაბასთან“ დაგეგმილ შეხვედრაზე 7 ლარიდან 2 ლარამდე გაიაფდა ბილეთის ფასი.


მატჩის წინ  კლუბის ადმინისრტრაცია გულშემატკივრების წახალისებას სხვა  ფორმითაც  ცდილობს.

მათ,  ვინც „ტორპედო“ - „ორდაბასის“ მატჩზე დასწრების მოწოდებით ვიდოემიმართვას გამოაქვეყნებს,  ორი ბილეთი საჩუქრად გადაეცემა.


მატჩის წინ ვიდეომიმართვა ჩაწერეს ფეხბურთელებმაც, სადაც გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებენ.


მნიშვნელოვან შეხვედრამდე „ტორპედოს“ სიმღერა მიუძღვნა „ოჩოს ქოხმა“.


ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ საპასუხო მატჩს „ორდაბასთან“ 18 ივლისს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს.

Print