ახალი ამბები
ტყიბულის შახტში ბოლო 10 წლის განმავლობაში 38 ადამიანი დაიღუპა
FaceBook
2009 წლიდან 2018 წლამდე ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი 38 ადამიანი დაიღუპა.

ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესი ამ დროისათვის შეჩერებულია. მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს 2018 წლის ივლისს მოხდა, სადაც ოთხო მუშა დაიღუპა, ექვსი - დაშავდა. 

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს იყო. სამუშაო ადგილზე 2018 წელს 10 მეშახტე გარდაიცვალა.

2008 წელს - 8, 2011-სა და 2017-ში - 6, 2009 წელს - ერთი, 2013-ში - 3, 2014 - 2, 2015-ში - 1, ერთი ადამიანი დაიღუპა 2016 წელს.
Print