ახალი ამბები
,,სავანეს'' მეპატრონეები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ
FaceBook
კაფე ,,სავანეს’’ მეპატრონეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში  გააპროტესტებენ.

გადაწყვეტილებას ისინი უსამართლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მერიამ დოკუმენტების გაყალბებითა და მოსამართლეების მოსყიდვით სასურველ შედეგს მიაღწია.

,,სირცხვილი იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ამბიციური, თავხედი და უგუნური მერის ბრძანება შეასრულეს.  მივმართავთ ჭიღვარიას - ჩვენ ხელწამოსკრავები არ ვართ, ბრძოლა წესების გარეშე იწყება’’-ამბობს კაფის ერთ-ერთი მფლობელი,  გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე "სავანესა" და ქუთაისის მერიის დავაზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.


კოლეგიამ ობიექტის მფლობელებს შენობის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად და მიკერძოებულად აფასებენ "სავანეს" მფლობელები. მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. ობიექტის მფლობელებმა ამ ფორმით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

Print