ახალი ამბები
"რუსეთი ოკუპანტია" წარწერიანი შეფუთვის შემდეგ საწარმოში აუდიტი შევიდა
FaceBook

შპს "მაკნატუნას" მიერ,   პროდუქციის  ანტისაოკუპაციო წარწერით შეფუთვის  შემდეგ, საწარმოში აუდიტორული შემოწმება დაიწყო.


"მაკნატუნას"  ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ფხაკაძე  მომხდარს პირდაპირ უკავშირებს პროდუქციის ახალი შეფუთვით გამოშვებას.

"საგადასახადომ  დეკემბერში დაიწყო შემოწმება, რამდენიმე თვეა ეს პროცესი მიდის და ახლა მოითხოვეს აუდიტი. აქამდე ჩაჩუმებულები იყვნენ და მას შემდეგ,  რაც ეს შეფუთვა გამოვუშვით,  დაიწყო პროცესები", - ამბობს დავით ფხაკაძე.


მზესუმზირა ახალი შეფუთვით რეალიზაციაში ერთი კვირაა ჩაეშვა.


პროდუქციის ახალი შეფუთვით გამოშვებას დაემთხვა, დავით ფხაკაძის ძმის, თორნიკე ცერცვაძის სარაგბო კლუბ "ლელოდან" დათხოვნა. როგორც ირკვევა, მორაგბეს კლუბმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

დავით ფხაკაძე ამ ფაქტსაც საწარმოს მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ პოზიციის  დაფიქსირებას უკავშირებს.


"საპროტესტო აქციებზე აქტიურად დადიოდა და  იმ დროიდან აფრთხილებდნენ,  რომ აღარ გამოჩენილიყო აქციებზე.  შემდეგ კლუბიდანაც  დაითხოვეს", - ამბობს დავით ფხაკაძე.

ქუთაისიპოსტი თორნიკე ცერცვაძესთან დაკავშირებას ცდილობს,  მის პოზიციას მიღებისთნავე შემოგთავაზებთ.

 

 

Print