პოლიტიკა
ძლიერმა წვიმამ ლენტეხის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა
FaceBook

ძლიერი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა.


დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მდინარე მუხრის ადიდების შედეგად წაღებულია 30 მეტრის სიგრძის სატრანსპორტო გზა, რის შედეგად სოფელი  ტვიბი მოწყვეტილია გარესამყაროს. დაზიანებულია ჭველფი- ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯი.  სოფელ  მელეში ადიდებული ღელე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ცენტრალური გზა დააზიანა. სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. ავარიულ მდგომარეობაშია შკედი- ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი.


ადგილზე  მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ძლიერი წვიმის გამო სამუშაოების შესრულება დროებით შეფერხებულია.

Print