ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ გაუყიდავი საპირფარეშო გაყიდულად გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის ცენტრში  მდებარე საზოგადოებრივი  საპირფარეშო, რომელიც ქუთაისის მერიამ eauction.ge -ზე მითითებული ინფორმაციით,  სამი თვის წინ გაასხვისა, არ მუშაობს.
აუქციონის პირობების მიხედვით,  მეპატრონეს, რომლის ვინაობაც აუქციონზე დახურულია,  სველი წერტილი ერთი თვის ვადაში უნდა გაეხსნა, თუმცა,  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულები  ამბობენ, რომ შენობის  მოსაწესრიგებლადაც კი  არავინ მისულა. 

წითელ ხიდთან მდებარე საპირფარეშო ქუთაისის მერიამ  მიმდინარე წლის 29 მარტს, თვეში 1784 ლარად გაასხვისა. eauction.ge-ზე   მითითებულია   გაყიდვის დროც და ფასიც.   სამი თვის შემდეგ კი ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სინამდვილეში აუქციონი ჩაიშალა და საპირფარეშო ამ ეტაპზე არავის სარგებლობაში არ არის.


"იყო მსურველი, მაგრამ შემდეგ უარი თქვა და ჩაიშალა აუქციონი. უახლოეს პერიოდში ხელახლა გამოცხადდება",-აცხადებენ მერიაში. 

რატომ არის საპირფარეშო ამ დრომდე გაყიდულის სტატუსით, მერიაში ამაზე პასუხი არ აქვთ.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე მერიამ აუქციონზე სულ ოთხი საპირფარეშო გაიტანა.   მათგან, eauction.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  მხოლოდ წითელ ხიდზე მდებარე ობიექტი გაიყიდა,  თუმცა,ახლა ირკვევა, რომ სინამდვილეში არც ამ საპირფარეშოს ჰყავს პატრონი.

საზოგადოებრივი საპირფარეშოები წლების განმავლობაში  ქალაქისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აბსოლუტური უმრავლესობა წლებია უფუნქციო და მოუვლელია.










Print