პოლიტიკა
ქუთაისში მაშველებმა სათევზაოდ მდინარეში შესული მამაკაცი გადაარჩინეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში,   ადიდებულ მდინარე რიონში სათევზაოდ შესული მამაკაცი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა მებადური მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.




საგანგებო სიტუაცეიების მართვის სამსახურში განმარტავნ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადმოსვლას ვეღარ ახერხებდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,"- ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ქუთაისში რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერად წვიმდა.
Print