ახალი ამბები
ქუთაისის მერია ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსისთვის 36 876 ლარამდე ხარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენასა და დარგვისთვის ტენდერს აცხადებს. 15 ცალი პალმისა და 250 ცალი ემონიუსის შესყიდვა, დარგვა და სხვა სამუშაოები "მიმწოდებელმა" ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ამასთან შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ჯანსაღი, უნაკლო და მაღალი ხარისხის, აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.თუმცა დოკუმენტში მითითებული არაა სად უნდა დაირგას ეს მცენარეები.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მერია 36`876 ლარის ღირებულების ტენდერ აცხადებს.

Print