ახალი ამბები
ქუთაისის მერია „ლარის“ შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას გეგმავს
FaceBook
გამოფენის მოსაწყობად მერია 4950 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
ქუთაისის მერია ნუმიზმატიკური ნიმუშების გამოფენას გეგმავს. აღნიშნული გამოფენის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამოფენა ეროვნული ვალუტის, "ლარის" შემოღების 20 წლისთავს მიეძღვნება და სამეფო კომპლექს "ოქროს ჩარდახში" 25 სექტემბერს ჩატარდება, აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
გამოფენის მოსაწყობად მერია 4950 ლარის ღირებულების ტენდერ აცხადებს.

Print