პოლიტიკა
"ნახევარი საათი ვდაგავართ გაჩერებაზე '' - ქუთაისში მოსახლეობა ტრანპორტის პრობლემას უჩივის
FaceBook
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლები  საქალაქო ტრანსპორტის დაგვიანებას უჩივიან.
,,ზოგჯერ ნახევარი საათიც ვმდგარვარ გაჩერებაზე, ეს იმ შემთხვევაში, თუ მარშუტი ახალი წასულია. სხვა შემთხვევაში მეტ ხანსაც მიწევს მოცდა'', - ამბობს ავანგარდში მცხოვრები თეონა გოგსაძე.

"ბოლო თვეებია, მარშუტკები ისედაც იგვანებენ ამ გადათხრილი  გზების გამო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მძღოლები მარტლაც თავიანთ ჭკუაზე დადიან. მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ დაუთვალონ ერთმანეთს მგზავრები. წლებია ეს პრობლემა დგას ამ ქალაქში, მაგრამ  ხომ არ გვეღირსა ისეთი მერი, რომელიც ამ საკითხს მოგვარებდა. ტრანსპორტიც ისეთივე  მიგდებულია, როგორც  საერთოდ, ეს ქალაქია უპატრონო", - ამბობენ ადგილობრივები. 

მოქალქეები ამბობენ, რომ  ქალაქში ტრანსპორტის პრობლემა განსაკუთრებით საღამოს არის კატასტროფული, რის გამოც მგზავრებს ტაქსით უწევს გადაადგილება. 

ქალაქში მიკროავტობუსების უმრავლესობა GPS სისტემის გარეშე მუშაობს, რაც მათ მიერ გრაფიკის დარღვევის დაფიქსირებას ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის. ამის მიუხედავ, მერიამ რამდენიმე  მძღოლი დარღვეული გრაფიკისთვის 200-200 ლარით დააჯარიმა.  


ქუთაისის მერიამ საქალაქო მიკროავტობუსებში GPS -სანავიგაციო სისტემა 2015 წელს დაამონტაჟა, რისთვისაც 285 000 ლარი დახარჯა. ზედამხედველობის სამსახურის სანებართვო პირობების დაცვის განყოფილების უფროსი, გიორგი ხაბეიშვილი ამბობს, რომ GPS სისტემის უმრავლესობა, რომლითაც მერიამ მიკროავტობუსები ოთხი წლის წინ აღჭურვა, დაზიანდა. ზოგ შემთხვევაში კი მძღოლებმა ავტომანქანები გაყიდეს და GPS-ები სალონებიდან ამოიღეს.


ავტორი : ლილე ბერაძე
Print