ახალი ამბები
ბოლო 6 თვეში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 55%-ით გაიზარდა
FaceBook

ბოლო 6 თვის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზვართა ნაკადი 55.40%-ით გაიზრდა.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  წელს უკვე 364 834 მგზავრს მოემსახურა, რაც  130 060 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ამავე პერიოდში.


ამ მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი საქართველოს აეროპორტებს შორის პირველ პოზიციაზეა.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარ წელიწადში 1 870 082 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე.


30.01% -ით არის გაზრდილი მგავრთა ნაკადი  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, რომლითაც  იანვარ-ივნისის თვეში 247 391 მგზავრმა ისარგებლა.


მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა მესტიის აეროპორტი, რაც 32.41%-ით ზრდას ნიშნავს, ხოლო,  ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო. აქ მგზავრთა ნაკადი 45.38%-ით არის გაზრდილი.


ჯამში, 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 422 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში.

 

Print