ახალი ამბები
„სხვის ლოგინში არ ვიყურები“ - როგორ პასუხობს სამტრედიის მერი რწმუნებულის გადაყენების მოთხოვნას
FaceBook

სამტრედიის მერიას, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობიდან არ გადაუყენებია სოფელ მელაურის რწმუნებული, სოფიკო კიკაჩეიშვილი.


საუბარია, რწმუნებულის მიერ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარზე, სადაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე  აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.


სამტრედიის მერი, ვალერი ფოცხვერია ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ  სოფიკო კიკაჩეიშვილი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებს და მისი პირადი აზრის გამოხატვის გამო თანამდებობიდან მის გაშვებას არ აპირებს.  მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ იგი სხვის პირად ცხოვრებაში არ ერევა და ამ ლოგიკით სოფელ მელაურის  რწმუნებულის კომენტარი ამ დრომდე არ უნახავს.

 

„სხვის  ფეისბუკში  და სხვის  ლოგინში არ ვიყურები. არც წამიკითხია  რა დაწერა. ქალბატონი სოფიკო  მის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს. თუ არ შეასრულებს რაც ევალება, მაშინ დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და თუ შეასრულებს, არფერსაც არ დავაყენებ. მე რას მივიჩნევ და რას არა  არაეთიკურად, ეს ჩემი პირადი საქმეა. ვიმოქმედებ ისე, როგორც კანონი მოითხოვს“,-ამბობს ვალერი ფოცხვერია.


სამტრედიის მერიაში ქუთაისიპოსტს გასულ კვირას განუცხადეს, რომ 8 ივლისს მერი სოფლების რწმუნებულებს  უნდა შეხვედროდა, სადაც,  სოფიკო კიკჩეიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა  განეხილათ.  მუნიციპალიტეტში  ორშაბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა, თუმცა, შეხვედრაზე მელაურის რწმუნებულის მიერ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარის  შესახებ არც კი უმსჯელიათ.


სოფიკო კიკაჩეიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი საკრებულოს ოპოზიციამ 2 ივლისის საკრებულოს სხდომაზე დააყენა, რასაც ხმაური მოჰყვა.



ამავე თემაზე:

“ორშაბათის თათბირზე, სავარაუდოდ, განვიხილავთ“ - სამტრედიის მერია სოფიკო კიკაჩეიშვილის პოსტიდან გათავისუფლებაზე
"ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე" - სამტრედიის სოფლის რწმუნებული (აუდიო)
"სამსახურეობრივად, ყველაფერს ისე ასრულებს როგორც საჭიროა" – სამტრედიის მერი სოფლის რწმუნებულზე

 

Print