ახალი ამბები
"ტექნიკურად შეუძლებელია" - სოფო გორგოძე გალელი აბიტურიენტების გამოცდაზე დაგვიანებით დაშვებაზე
FaceBook
შეფასებისა და გმოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, გალელი აბიტურიენტების გამოცდებზე დაგვიანებით, ადმინისტრაციულ საზღვრის გახსნის შემდეგ გასვლა ტექნიკურად შეუძლებელია.

ქუთაისიპოსტის კითხვაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია თუ არა განათლების სამინისტრომ დაუშვას გამონაკლისი და გალელი აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მას შემდეგ დაუშვან, როცა გამყოფ ხაზზე გადაადგილების პრობლემა მოიხსნება, სოფო გორგოძე ამბობს, რომ ეს ვერ მოხერხდება. 

"გამოცდების დასრულებისთანავე ტესტები ქვეყნდება, ამიტომ შეუძლებელია იგივე ტესტებით ეს აბიტურიენტები გავიდნენ გამოცდებზე, ტექნიკურად შეუძლებელია. აბიტურიენტების ნაწილმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოახერხა გადმოსვლა, განათლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს და მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რა გეგმის მიხედვითაც ისინი უზრუნველყოფენ ამ პირებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას", - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 27 ივნისს ენგურის ცენტრალური გამშვები პუნქტი დაიკეტა. გალის რაიონში მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა გამყოფი ხაზის გადაკვეთა შეძლო, ნაწილი კი მათ შორის მაგისტრანტობის კანდიდატები კონფლიქტის ზონაში რჩებიან და გამოცდებზე გამოცხადებას ვერ ახერხებენ.
Print