ახალი ამბები
რას ჰყვებიან ქუთაისში მამაკაცზე, რომლის ცხედარი სკოლის ეზოში იპოვეს
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის უბანში ნაპოვნი გარდაცვლილი ადამიანი, სავარაუდოდ, უსახლკარო იყო.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი #29 სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე იძინებდა. 

"ბუჩქებში ნახეს, ნაძვი ჰქონდა გადაფარებული. გახრწნილი იყო უკვე და გაფანტული იყო სხეულის ნაწილები აქეთ-იქით. თავი ცალკე იყო, ხელი-ცალკე. ბაღის დამლაგებელმა შენიშნა და პოლიციაც მანვე გამოიძახა", - ამბობს ავანგარდში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე.

ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის ეზოში შუახნის მამაკაცის ცხედარი, მიმდინარე წლის 6 ივლისს იპოვეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში, სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
Print