ახალი ამბები
სოფელ ჩხორიასთან უცხოელი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა
FaceBook
ზუგდიდში, სოფელ ჩხორიასთან, უცხოელი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, 15 ტურისტი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის საავადმყოფოში მხოლოდ 3 დაშავებული რჩება, დანარჩენები პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
რაც შეეხება მომხდარი შემთხვევის მიზეზს, დაბა ჯვართან, მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის მიზეზად, მძღოლის მიერ კონტროლის დაკარგვა სახელდება.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
interpressnews.ge
Print