ახალი ამბები
"გახარია წადი" - მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქუთაისში შიმშლობის დაწყებას აანონსებენ
FaceBook
ქუთაისში პროკურატურის შენობის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ შინაგანა საქმთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

"დაისაჯოს გახარია კანონის შესაბამისად. ჩვენ ისევ ვაპროტესტებთ 20 ივნისის სისხლიან ღამეს და აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი არ დატოვებს თანამდებობას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თედო მესხი.

ენმ-ს ახალგაზრდული ლიდერის, ნინო თვალავაძის თქმით, მათი მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში შიმშილობის დაწყებასაც აანონსებენ.


მოქალაქეების პროტესტის მიზეზი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.
Print