ახალი ამბები
"ნუ მაბრმავებ" - 16 წლის ბიჭის ანიმაციით გამოთქმული პროტესტი (ფოტო)
FaceBook
"ნუ მაბრმავებ’" -  რუსული ოკუპაციის საპროტესტო აქციას ამერიკული მულტფილმის პერსონაჟები - რიკი და მორტიც შეუერთდნენ.


16 წლის ლუი კაცაძის მიერ შექმნილი ფოტო-ვერსიები ბაბუისა და შვილიშვილის საქართველოში მოგზაურობის სცენებს ასახავს. როგორც ლუის ნამუშევრებიდან ჩანს, რიკი და მორტი აქციაზე ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

,,რიკი და მორტი იმ ქვეყნიდან არიან, სადაც თავისუფლება ყველაზე ძვირად ფასობს. სწორედ ამიტომაა, რომ რუსულ ოკუპაციას ვერ ეგუებიან. მათ, ისევე, სტკივათ საქართველოში შექმნილი ვითარება და ქვეყნის დაკარგული მიწები, როგორც ჩვენ, ქართველებს’’, - ამბობს ლუი კაცაძე.

გრაფიკოს-დიზაინერს ფოტო-ნამუშევრების შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.

ამით ლუი კაცაძემ რუსული ოკუპაცია გააპროტესტა და თავისი ქვეყნის მსოფლიოსთვის გაცნობას შეეცადა.

ლუი კაცაძე ქუთაისის N 11 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. უკვე ერთი წელია, რაც გრაფიკული დიზაინთაა გატაცებული. მომავალში ამ სფეროსა უფრო საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. ამ ეტაპზე კი მის მთავარ მიზანს რიკისა და მორტის მოგზაურობის ამსახველი სურათების სხვადასხვა საიტებზე განთავსება და მისი პოპულარიზება წარმოადგენს.

ავტორი: ლილე ბერიძე

ფოტო ლუკ კაცაძე
Print