ახალი ამბები
ივნისის თვეში საქართველოს წყლებზე მაშველებმა 45 ადამიანი გადაარჩინეს
FaceBook

ივნისის თვის მონაცემებით, მაშველებმა ზღვაზე, ტბებზე,  მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე  45 ადამიანი გადაარჩინეს.


გადარჩენილებიდან 14 არასრულწლოვანია, 11 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,  მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:



ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს;

არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს;

არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე;

დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში;

კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს;

თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები

Print