ახალი ამბები
ქუთაისში 60 სოციალურად დაუცველი ოჯახის ავარიული სახურავების შეკეთება მოხდება
FaceBook

ქუთაისში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000 ქულაზე დაბალია, დაზიანებულ სახურავებს უცვლიან.

სოციალურად დაუცველთა ავარიული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ამაგი" ასრულებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა.
როგორც მურღულია განმარტავს, პროგრამა მოქალაქეთა მოთხოვნის გამო ხორციელდება.
"პროგრამა წელსაც გაგრძელდა და დაფინანსება გაორმაგდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუთაისი პირველი ქალაქია სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამა ხორციელდება,"- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
გასულ წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 33 სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლი გადაიხურა.
მიმდინარე წელს, სულ 60 ოჯახი გადაიხურება, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 282 496 ლარი დაიხარჯება.
ანა ჯანაშია

 

Print