ახალი ამბები
"პოლიციელი გმირია, გახარია არ გადადგე" - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ვიდეომიმართვა შვილთან ერთად (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძე სოციალურ ქსელში შვილთან ერთად ჩაწერილ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
დეპუტატი მცირეწლოვან შვილს შემდეგ ფრაზებს კარნახობს: "პოლიციელი გმირია, გახარია არ გადადგე" , -   რასაც მოზარდი იმეორებს.



ამ ფორმით იგი  მხრდაჭერას უცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას.


დიმიტრი მხეიძე ქუთაისის სამი მაჟორიტარიდან ერთ-ერთია, რომელმაც პარლამენტის წევრის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის მოხსნას მხარი დაუჭირა.  მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ხმა მისცა გენადი მარგველაშვილმაც.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მე-15 დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, რა დროსაც აქციის ათობით მონაწილე დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა, მოითხოვენ, რომ გახარიამ პოსტი დატოვოს.

Print