ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტს მე-2 მემილიონე მგზავრი ეწვია
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორეტს დღეს მე-2 მემილიონე ტურისტი ეწვია. 38 წლის ანა ჰეინცი გერმანიის მოქლაქეა,ანა ის იღბლიანი მეორე მემილიონე მგზავრი გახდა, რომელსაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი,

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების’’ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და ვაიზერის ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი გრანტ ლუნდი დახვდნენ.

ანას 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადასცეს, რომლის გამოყენების საშუალება ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შემოთავაზებული მიმართულებით ექნება. მე-2 მემილიონე მგზავრი და იღბლიანი რეისის სხვა მგზავრები, რომლებიც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იყვნენ.


"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ’’ სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ქართული ღვინო და ,,ჩიკორის’’ ჩირი.


"ჩემთვის დიდი პატივია დავხვდე Wizz Air-ის მე-2 მემილიონე მგზავრს ჩვენს ქვეყანაში,დღევანდელი დღე ჩვენი ერთობლივი მუშაობის წწარმატებული შეჯამებაა’’,  - განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების’’ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავიაკომპანია Wizz Air-მა გასულ კვირას საჰაერო ხომალდების რაოდენობა 5-მდე გაზარდა და 12 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენა დაანონსა.

2020 წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 40 მიმართულებით განხორციელდება.


ავტორი:თიკო ჩაკვეტაზე
Print