ახალი ამბები
"ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება "- ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება, თუმცა იგეგმება არსებული სადგურის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ "პირველ არხს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.
"ოთხმაგდება ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირებას, აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით არსებული სარკინიგზო სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მთავრობას ჩვენს ხედვას. გერმანულმა კომპანია "აერჯიმ" უკვე დაასრულა კვლევა და გვექნება სარკინიგზო კავშირი აეროპორტთან. ე.წ. შატლს დანიშნავს აეროპორტები, გზების დეპარტამენტიდან ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ გზას გაარემონტებს და არსებულ სარკინიგზო სადგურზე გააჩერებს ყველა მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და პირიქით", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ქუთაისის დავით აღმაშენებლოს აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 3 აპრილს დაანონსა.

"ვრთავთ ღილაკს" - ერთ წელიწადში ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ბაქანი ამოქმედდება",  - განაცხადა კვირკაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე.



Print