ახალი ამბები
დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან პლაკატის გაკვრის გამო (ვიდეო)
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისს" მერიის შენობის შესასვლელზე პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა არ მისცეს.
"გაიცანით 92 წითელარმიელიდან ერთ-ერთი", - ამ წარწერიანი პლაკატის და  იმ დეპუტატების სურათების გამოსხვა უნდოდათ, რომლებმაც  27 ივნისს პარლამენტში ნიკა მელიას მანდატის შეჩერებას ხმა მისცეს. 




"ჩვენ ამით ვაპროტესტებთ 92 წითელარმიელი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. ამ ფაქტმა ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე, საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხს. ჩვენ ქუთაისში გვინდა დავანახოთ საზოგადოებას იმ 2 დეპუტატის ვინაობა, რომლებმაც მხარი დაუჭირა მელიასთვის მანდატის შეჩერებას", - ამბობს "პოსტერუმის" წარმომადგენელი, ოთარ კაჭკაჭიშვილი. 




Print