ახალი ამბები
"ეტყობა გზებს, რომ აქ რამე კეთდება?" - გოგი წულაია რუსთაველის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
FaceBook
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე  გოგი წულაია ქუთაისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებს.
მან რუსთაველის ქუჩაზე პარტიის წევრებთან ერთად აქცია გამართა და განაცხადა, რომ მუშები სამუშაოებს დროულად არ ასრულებენ, ადგილობრივ ხელიაუფლებას კი, ამაზე რეაქცია არც აქვს.

"შეხედეთ ახლა ეტყობა ამას რომ აქ რაიმე კეთდება? მერიამ ყველა ცენტრალური ქუჩა ერთად გადათხარა, რითაც მოსახლეობას საშინელი დისკომფორტი შეუქმნა. სრულ კოლაფსამდე მიიყვანეს ქალაქი", -  განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას  ბრალდებებს მერიის წარმომადგენელი უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ჭელიძე პასუხობს. ზაზა ჭელიძე სამუშაოების გაჭიანურებას რუათაველის ქუჩაზე წყლის მილების გაყვანით ხსნის.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი კორპუსები ახალ ქსელზე გადაერთვებიან, ასფალტიც დაიგება. როგორც მერიის წარმომადგენელი აღნიშნავს, სხვა მხრივ სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.

ქუთაისში, დაახლოებით ერთი თვეა, რუსთაველის ქუჩის გარდა,  გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები კიდევ რამდენიმე ცენტრლურ ქუჩაზე მიმდინარეობს, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია. 


ავტორი: ლილე ბერიძე



Print