ახალი ამბები
საქართველოში არამდგრადი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება
FaceBook
24-25 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ კი წვიმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება.
სინოპტიკოსები 24 აგვისტოდან საქართველოში კვლავ ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. კერძოდ, 24 და 25 აგვისტოს წვიმაა მოსალოდნელი. 25 აგვისტოს კი ღამის საათებში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება, 24 აგვისტოდან კი შედარებით აგრილდება და ჰაერის ტემპერატურა 25-28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ხვალ 30 გრადუსამდე იქნება. 25 აგვისტოს შედარებით აგრილდება და შესაბამისად ტემპერატურა მცირედით დაიკლებს. 26 აგვისტოდან კი ტემპერატურა მოიმატებს.
თბილისში დღეს 25-27 გრადუსია მოსალოდნელი. საღამოს საათებში იწვიმებს. ნალექი ხვალ საღამოს საათებშიც შენარჩუნდება. თბილისში წვიმა 24-25 აგვისტოსაც მოსალოდნელია.
საქართველოში არამდგრადი წვიმიანი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

interpressnews.ge

Print