3-4 ივლისს აბიტურიენტები საგამოცდო ტესტებს უნარებში აბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  41 000-მდე აბიტურიენტია
დარეგისტრირებული.
გამოცდები  წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება.
მთავარი სიახლე შეეხება  აბიტურიენტის მიერ  ორი ან მეტი
არჩეული  საგნიდან ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრას ან რომელიმე მათგანზე
არგამოცხადებას. ასეთ  შემთხვევაში  მას გრანტის მიღების
შესაძლებლობა უნარჩუნდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს, ფიზიკის
გამოცდით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები