პოლიტიკა
„ისწავლე თავისუფლება“- მესხიშვილის თეატრის წინ კონსტიტუციის თეატრალიზებული კითხვა მოეწყობა
FaceBook

ისწავლე თავისუფლება!  იკითხე კონსტიტუცია!  -ამ სლოგანით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ საქართველოს კონტიტუციის თეატრალური კითხვა მოეწყობა.


 

პერფორმანსის მონაწილეები ამ ფორმით რუსულ ოკუპაციასაც ეხმაურებიან და მოქალაქეებს საკუთარი კონსტიტუციისა და უფლებების ცოდნის შესახებ მოუწოდებენ.

თეატრალიზებულ საღამოში მესხიშვილის თეატრის მსახიობები ინგა კაკიაშვილი, გიო ჩაჩანიძე, დათო გაჩეჩილაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, ნანა ცხვირაშვილი, ნანუკა კუპატაძე, ანა ჩოგოვაძე, გიგა მიქაძე, ნინო აბესაძე, გიორგი ქართველიშვილი და  გიგა აბულაძე  მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტს მხარს უჭერენ რეფლექტორი/Reflector და რეპ მოძრაობა "მოხეტიალეები".

პერფორმანსი საღამოს 9 საათზე დაიწყება.

18 საათიდან  კი ასევე, თეატრის წინ საჯაროდ  მოხატავენ ბანერს წარწერით "ისწავლე თავისუფლება! იკითხე კონსტიტუცია!"

Print