ახალი ამბები
"ჩემი სახლი ინგრევა და მერია ამაზე არ რეაგირებს"
FaceBook

ქუთაისში, წერეთლის ქუჩა #62-ში მცხოვრები იულია ლანჩავა,  წელიწადზე მეტია მის მეზობლად სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს.

იულია ამბობს, რომ მას შემდეგ,  რაც სამუშაოები დაიწყო, მის სახლში კედლები დაიბზარა და სახლს დანგრევა ემუქრება.


დღეს კი, სახლში მისულს სასტუმროსა და მისი ეზოს გამყოფი კედელი ნაწილობრივ დანგრეული დახვდა.

იულია ლანჩავა ქუთაისის მერიისგან რეაგირებას  ყოველდღე ითხოვს, თუმცა, ამბობს, რომ მის პროტესტს მერიის თანამშრომლები ცინიზმით ხვდებიან.


„სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ჩემი ეზოსა და სასტუმროს გამყოფ კედელს ანგრევდნენ. გამოვიძახე პატრული, რადგან მერიის თანამშრომლები ამაზე რეაგირებას არ ახდენენ და შეიძლება ისიც კი თქვან, შეტყობინება არ შემოსულაო. ყველაფერს აკეთებენ, რომ მშენებლობა  მოასწრონ, რადგან  დასრულებული შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას არც ერთი მოსამართლე არ მიიღებს. მორალურად, შეიძლება არც  მე მოვითხოვო, თუმცა, იმდენად მასხრად მიგდებენ, რომ თუ კანონი მომცემს  ამის შესაძლებლობას, ალბათ, გამოვიყენებ. ჩემი სახლი ინგრევა და საკუთარი ქონების დაცვა სირცხვილი არ არის. სირცხვილი ის უფროა, რასაც მერია აკეთებს“, - ამბობს იულია ლანჩავა.


ლანჩავა მშენებლობასთან დაკავშირებით დოკუმენტების პროკურატურაში მიტანას აპირებს.


დღესვე, მან საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჭეიშვილისგან დაპირება მიიღო, რომ მიმდინარე თვის შუა კვირაში საკითხზე სამსჯელოდ კომისიას მოიწვევენ. იულია ლანჩავას კომისიური განხილვის შედეგების არ სჯერა, თუმცა, ამბობს, რომ სხდომაზე მაინც მივა.


წერეთლის #62-ში სამსართულიანი სასტუმროს მშენებლობა გასული წლის თებერვალში დაიწყო.  რა ხარვეზებით მიმდინარეობდა მშენებლობა, დეტალურად ნახეთ აქ:

 

Print