ახალი ამბები
ხონში მაღაზიის მენეჯერს თავს დაესხნენ
FaceBook
ხონში მაღაზიის მენეჯერს თავს დაესხნენ. შემთხვევა 29 ივნისს, ღამით მოხდა. 
ახალგაზრდა ქალს  თავის ქალის ტრამვა აღენიშნება და ის ამდროისთვის მკურნალობას თბილისის საავადმყოფოში გადის. 

დაზარალებულის თქმით, სახლში ბრუნდებოდა, როცა სადარბაზოსთან ხის  საგანი ჩაარტეს. თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო.  

აღნიშნულ ფაქტზე ხონის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.


ავტორი: თიკო ჩაკვეტაძე
Print