ახალი ამბები
პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში ათლარიანის განახლებული ბანკნოტები გამოვა
FaceBook
პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში ათი ლარის ნომინალის  ახალი ბანკნოტები  გაეშვება. მოდიფიცირებული  ნიმუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,  კობა გვენეტაძემ წარადგინა.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წელს, ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული ვალუტის   განახლება  დააანონსა. დაიწყო ინტენსიური სამუშაოები, გამოცდილების მოძიება, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, სხვა ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრები. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან სიმბოლოს ეხები, როგორიც ლარია. ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ გადახდის საშუალება, ლარი გარკვეულწილად ეროვნული იდენტობის მახასიათებლებსაც ატარებს",-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ათი ლარის განახლებულ ბანკნოტზე  თემატიკა არ შეცვლილა, თუმცა, საქართველოს ისტორიისა და ქართული იდენტობის ამსახველი გარკევული სურათები დატანილია შეცვლილი დიზაინით.

Print