ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ივლისს იმერეთის რეგიონის ცალკეულ რაიონებში მცირე წვიმა შენარჩუნდება.
2 ივლისიდან 3 ივლისამდე გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 30-დან 32 0-მდე მოიმატებს.

"2-3 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 4 ივნისიდან დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში კვლავ არამდგრადი ამინდია  ნავარაუდევი", -  ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.


სინოპტიკოსების ცნობით, 4 და 6 ივლისს შესაძლოა ზოგიერთ რაიონში იწვიმოს. წვიმა 6-დან 8 ივლისის ჩათვლითა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისიდან რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და მაქსიმალური 26-270-მდე იქნება. 

Print