ახალი ამბები
ქუთაისის მერია 6 თვის განმავლობაში ფურშეტებში 4 558 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ,მის მიერ ორგანიზებულ და მხარდაჭერილ ღონისძიებებზე მოწვეული სტუმრებისთვის ფურშეტის ტიპის კვებითი მომსახურების ტენდერი (NAT190011603) გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული მომსახურება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება თავიდან 4 660 ლარი იყო. ტენდერში ფიზიკურმა პირმა ბაბილინა ცხადაძემ გაიმარჯვა, რომელიც აღნიშნულ სერვისს მერიას 4 558 ლარად შეუსრულებს.
Print