ახალი ამბები
"ქუთაისს ასეთი არაკომპეტენტური მერი ჯერ არ ჰყოლია"– საპროტესტო აქციის მესამე დღე
FaceBook
ქუთაისში, კაფე–ბარ  "სავანეს"  მეპატრონების მესამე დღეა ქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

"ქუთაისს ასეთი არაკომპეტენტური მერი ჯერ არ ჰყოლია. ჭიღვარია უნდა გადაგდეს და ადგილი უნდა დაუთმოს მას ვინც მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებს", - ამბობს ნიკოლოზ ტურაბელიძე.


ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეები, რამდენიმე დღეა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა დოკუმენტების გაყალბების გზით მათთვის ქონების წართმევას ცდილობს.

მერია კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც კაფე დგას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და კაფეს მეპატრონეებმა ან იჯარა უნდა გადაიხადონ, ან შენობის დემონტაჟი უნდა მოახდინონ.


საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს.


სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.

 


მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ, რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. 

ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ აქ.

Print