ახალი ამბები
"ნაყინი მაქვს ერთი-ორჯერ თქვენთან ნაჭამი"-ლაშა გვენეტაძე "სავანეს" მეპატრონეების ბრალდებებზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ლაშა გვენეტაძე,  მას შემდეგ, რაც კაფე "სავანეს" მეპატრონეებმა მედიარუმში გამართულ ბრიფინგზე იგი კაფის წართმევაში დაადანაშაულეს, ადგილზე მივიდა.
დეპუტატმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ  კაფეში მხოლოდ ნაყინის საჭმელად არის ნამყოფი.

"არანაირი ინტერესი არ მქონია და არც მექნება არასდროს ორ შვილს გეფიცებით. ორი-სამჯერ ნაყინი მაქვს ნაჭამი თქვენთან.  ერთხელ ვიკითხე რას აპროტესტებენ ეს ადამიანები ყოველდღეთქვა, მაგრამ დავინტერესდი როგორც დეპუტატი", - განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.

.

"სავანეს" მეპატრონეებმა ლაშა გვენეტაძეს უთხრეს, რომ ისინი ამ საკითხის მოკლევას გააგრძელებენ.


"სავანეს" მეწილეებმა,  რომლებსაც ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა აქვთ, პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადს, რომ გიორგი ჭიღვარია  მათთვის ქონების წართმევას ცდილობს.

მათი თქმით, მერი ამის გაკეთებას საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის ხელით გეგმავს, რომელიც მასთან დაახლოებული პირია.


Print