ახალი ამბები
"წყლის მიწოდება ჩვეული გრაფიკით აღდგა" - წყალმომარაგების კომპანია
FaceBook
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, ქუთაისში 28 ივნისიდან მოსახლეობას წყლის მიწოდება ჩვეული გრაფიკით  აღუდგა.

"ღამის სამ საათზე დაასრულა ჩვენმა ჯგუფმა მუშაობა. უკვე  გაეშვა ქსელი. დღეიდან ყველა ქუჩაზე  წყლის მიწოდება ჩვეული გრაფიკით აღდგა" - ამბობს "'გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"  პრესსამსახურის წარმომადგენელი, ლელა ხვადაგიანი.

ქუთაისში,  რამდენიმე ქუჩას წყალი ორი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

კომპანიის ინფორმაციით,   შეფერხება ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით იყო გამოწვეული. 
Print