ახალი ამბები
„დაინახე ჩემი ტანჯვა“
FaceBook

„მე ვიცი რა არის ტკივილი“,- ამბობს ფილმის „შეაჩერე ტკივილი“ ერთ-ერთი პერსონაჟი.


ტკივილთან ურთიერთობის გამოცდილება ბევრს აქვს, მაგრამ ცოტამ იცის მისი მართვა.მათ შორის მედიკოსებმაც. 


"ტკივილი უნდა მოითმინო" ეს მიდგომა მყარად არსებობს საქართველოში.

 

ტკივილის პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამით ადამიანებს ტანჯვისთვის ვიმეტებთ და ვაიძულებთ, უკურნებელი და ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ტკივილით იცხოვრონ. არადა შესაძლებელია ტკივილის მართვა.


სწორედ, ამ საკითხს მიეძღვნა შეხვედრა ქუთაისში, სადაც  ტკივილის შეცნობა და აღიარებაზე, ოპიოიდებზე არასწორ წარმოდგენებზე, დაუხვეწავი კანონმდებლობასა და ტკივილის მართვის საკითხებში ექიმების არასაკმარისი ცოდნაზე და საბოლოოდ, ტკივილისა და პალიატიური სიმპტომების მართვაზე ისაუბრეს. აღნიშნული შეხვედრა ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. მასში მონაწილეობა 50-ზე მეტმა ექიმმა და ექთანმა მიიღო. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მისი მიზანი ექიმების კვალიფიკაციის გაზრდა  გახლდათ.

ტკივილი ხშირად თანმდევია ისეთი დაავადებების როგორიც არის ონკოლოგიური დაავადებების ბოლო სტადია, შაქრიანი დიაბეტის გართულებები, მძიმე ნევროლოგიური დარღვევები და ასე შემდეგ,  შესაბამისად მნიშვნელოვანია ტკივილის შეცნობა და აღიარება  ექიმების მხრიდან. რაც იმის შესაძლებლობას აჩენს ტკივილის მართვის პრაქტიკა დაინერგოს.  ტკივილის მართვა, თავის მხრივ, ბევრად უმსუბუქებს პაციენტს ყოფას და აძლევს იმის საშუალებას სიცოცხლის ბოლო წლები საწოლზე მიჯაჭვულმა გამაყუჩებლის მოლოდინში არ გაატაროს.

ტკივილის რაობაზე, მის ტიპებზე, დროში მუდმივობასა და ინტენსივობაში განსხვავებაზე.ტკივილთან მიმართებაში პრინციპულად სხვა მიდგომებსა და პრაქტიკებზე ისაუბრეს ტკივილის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტმა ფატი ძოწენიძემ და   ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი ხელმძღვანელმა ნინო მირზიკაშვილმა.



„დღევანდელი შეხვედრა  ეხება ადამიანისთვის იმ მნიშვნელოვანი სიმპტომების მართვას და გაცნობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ბოლო პერიოდში ვინაიდან  როდესაც ადამიანის დაავადება გადადის ტერმინალურ სტადიაში დაავადებაზე მიმართულ აგრესიულ მკურნალობას პრაქტიკულად  სარგებელი აღარ მოაქვს პაციენტისთვის მნიშვნელოვანია შემაწუხებელი სიმპტომების სწორი მართვა ტკივილის და სხვა სიმპტომების ადრეული დიაგნოსტირება მკურნალობა და პრევენცია ადამიანმა ცხოვრების ბოლომდე რომ მაქსიმალურად იცხოვროს ღირსეულად ტკივილის და  ტანჯვის გარეშე“, - აღნიშნა ფატი ძოწენიძემ.

ყველაფერ ამის უარყოფა და არაღიარება  პაციენტს გაუსაძლისი ტკივილისთვის იმეტებს.


მედიკოსებს დაურიგდათ ე.წ. ჯიბის წიგნები, სადაც თითქმის ფორმულების სახით არის მოცემულ ყველა ის დებულება რაც ტკივილის მართვას ეხება.მნიშვნელოვანია ეს მიდგომები პრაქტიკაში ფართოდ დაინერგოს.

პრობლემას აჩენს ქართული კანონმდებლობაც, რომელიც დიდად არ დაშორებია საბჭოურს.


„მკაცრი კანონმდებლობაა პრაქტილკულად საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არ შეცვლილა. ოპიოდების ძლიერი  ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა შესაძლებელის მხოლოდ დაავადებების საბოლოო ტერმინალურ სტადიაში ეს არანაირად არ მოდის სამედიცინო გამოცდილებასთან თანხვედრაში. ონკოლოგიური დაავადების დროს პაციენტს შეიძლება ბევრად ადრე აღენიშნოს ძლიერი ტკივილი,  ოპერაციამდე ან უფრო ადრე,ვიდრე ის ბოლო სტადიამდე მივა შეიძლება წლები გავიდეს. aმიტომ ადამიანი არ უნდა იტანჯოს“, -ამბობს ფატი ძოწენიძემ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 47822 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 20 ათასამდე ადამიანს აღენიშნებოდა საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილი. ამავე წელს მორფინით ტკივილი გაუყუჩდა მხოლოდ 3000 ადამიანს.

ძლიერი ტკივილის მქონე პაციენტების 80% ზე მეტი ტკივილით იტანჯებოდა.

შეხვედრა  მოეწყო „ევექსის“ მხარდაჭერით. პროქტის „დაინახე ჩემი ტანჯვა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
Print