ახალი ამბები
ქუთაისის მერი "ტორპედოს " გულშემატკივრებს შეხვდა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მერიის წინ შეკრებილ "ტორპედოს " გულშემატკივრებს შეხვდა.

მისი თქმით, მან კლუბის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ 2-3 დღის განმავლობაში ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასს ჩაურიცხავს და მერიის წინაშე არსებულ დავალიანებსაც ნაწილობრივ დაფარავს. გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ თუ ჩაჩავა დანაპირებს არ შეასრულებს, მერია ახალი ინვესტორის მოძიებას დაიწყებს.

"დღეს მითხრეს, რომ 500 000 ლარი ჩინელი ინვესტორებიგან უკვე ჩაერიცხათ და ორი თვის დავალიანებას გაისტუმრებენ. თუ ამ დღეებში თანხა არ ჩაერიცხათ ფეხბურთელებს და საპრივატიზაციო თანხის ნაწილი არ გადაიხადა, ორშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალი ინვესტორის მოძიებას.


გარდა ამისა, ჩვენ შევხვდებით ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს და ვისაუბრებთ იმაზე, რა დახმარება შეუძლია მათ გაგვიწიონ თუ კლუბი გადმოვა ქალაქის ბალანსზე ", - განაცხადა ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.


„ტორპედოში“ ფინანსური
პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რაზეც ფეხბურთელებმა ღიად ისაუბრეს. მოგვიანებით, პრობლემების არსებობა დაადასტურა თავად ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე 300 000 ლარად იყიდა.

ჩაჩავას კლუბის საპრივატიზაციო თანხის ნაწილი ამ დრომდე არ გადაუხდია.
Print