ახალი ამბები
"ჩაჩავა უნდა წავიდეს"- "ტორპედოს " გულშემატკივრების აქცია (ვიდეო)
FaceBook
"ჩაჩავა უნდა წავიდეს" - ამ შეძახილებით "ტორპედოს" გულშემატკივრები საპროტესტო აქციას მართავენ.
მერიის წინ შეკრებილები კლუბში შექმნილ პრობლემებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ზაალ ჩაჩავამ კლუბი უნდა დატოვოს.

მათი თქმით, ჩაჩავამ მოატყუა გუნდი და თვეების განმავლობაში ფეხბურთელებს ხელფასს არ უხდის. გულშემატკივრებს კითხვები აქვთ კლუბის პრეზიდენტის მიერ თანხების განკარგვაზეც და კლუბის აუდიტორულ შემოწმებას მოითხოვენ.

"გამოვიდეს ზაზა ჩაჩავა და ილაპარაკოს სად წავიდა ის თანხა. სად წაიღო შემოსული ფული? რატომ აიყვანა ეს ფეხბურთელები თუ არ ჰქონდა მათთვის ხელფასის გადახდის შესაძლებლობა ? შევიდეს აუდიტი და გაირკვეს რა ხდებოდა სინამდვილეში კლუბში. მოვუწოდებთ ქუთაისის მერს, ვიდრე ბოლომდე არ დაშლილა გუნდი , სასწრაფოდ ჩაერიოს და დაგვარწმუნოს, რომ ისიც არ არის ამ ყველაფერში ჩართული", - აცხადებს აქციის ერთ -ერთი მონაწილე, გიორგი ვაჩიბერაძე.



აქციის მონაწილეები ქუთაისის მერს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

„ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რაზეც ფეხბურთელებმა ღიად ისაუბრეს. მოგვიანებით, პრობლემების არსებობა დაადასტურა თავად ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე იყიდა.


Print