პოლიტიკა
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციაზე პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, სადაც, დაახლეობით ერთ საათში, ელექტრომობილების პროექტის პრეზენტაცია დაიწყება, პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.


პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.  

ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების პრეზენტაცია და კონცერტი 20 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო კონცერტი გადაიდო, პრეზენტაცია კი არ გაუქმებულა.
პრეზენტაციაზე დასასწრებად ქუთაისში პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩამოვიდა, იგი მეუფის პანაშვიდზეც იმყოფებოდა.

პარალელურად, 20 ივნისის დილიდან საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლის გამო თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები დაიწყო. პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე კი პრემიერმა ქუთაისი დატოვა, ორგანიზატორებმა კი პრეზენტაციის 26 ივნისს გადადების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
Print