ახალი ამბები
"ჭიღვარია წადი" – საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან (ვიდეო)
FaceBook
"ჭიღვარია წადი " -ამ შეძახილებით კაფე "სავანეს " მეპატრონეები ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, მერია მათ წინაღმდეგ ჩეკისტური მეთოდებით იბრძვის და ასე ცდილობს ქონების წართმევას.

"ქუთაისის მერია გვებრძვის ჩეკისტური მეთოდებით. ისინი ცდილობენ გაგვიყვანონ სამართლებრივი სივრციდან. ამიტომ, ჩვენ არ გავჩერდებით, აქ მოვალთ ყოველდღე, ვიდრე არ წავა ქალაქის დამაქცევარი ", - ამბობს კაფის ერთ-ერთი მეპატრონე, ირაკლი ტურაბელიძე.



დღეს,  მას შემდეგ, არც ცნობილი გახდა, რომ "სავანეს"  მფლობელები მერიის წინ აქციის გამართვას გეგმავდნენ,  მერიის იურისტმა, ირაკლი გიორგაძემ  მოვლენებს დაასწრო და აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე  განაცხადა, რომ კაფის მეპატრონეები ამ აქტიურობით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას  ცდილობენ.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას 16 ივლისს ელოდებიან.


საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.

მერიის პოზიციას არ ეთანხმება "შავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ, რომ მერია დოკუმენტებსი გაყალბებით ცდილობს მათტვის ქონებსი წართმევას. 

ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ აქ.

Print