ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავას წინააღმდეგ მოწყობილ პერფორმანსზე დასწრებაზე უარი განაცხადა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს წევრმა ალეკო ახალაძემ,  დეპუტატის ნანა კოსტავას წინააღმდეგ დაგეგმილი პერფორმანსის დაწყებამდე სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
დეპუტატებმა განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საკრებულოდან კოსტავას წასვლას მოითხოვენ, მსგავს პერფორმანსებს თანხის სანაცლოდ დგამენ.

"ეს ადამიანები, ვითომ სამოქალაქო აქტივისტები,  ამას აკეთებენ იმიტომ, რომ შემდეგ მიიღონ ბონუსები და პრემიები. სინამდვილეში, ისინი არ უსმენენ პატრიარქს და  არაფერი აქვთ საერთო სულიერებასთან. მე არ ვაპირებ ამ  პერფორმანსს მოვუსმინო. ვტოვებ დარბაზს და იგივეს მოვუწოდებ სხვა დეპუტატებსაც"-განაცხადა ალეკო ახალაძემ.




დეპუტატის მოწოდებას საკრებულოს სხვა წევრები არ გამოეხმაურნენ და ისინი ნანა  კოსტავას წასვლის მოთხოვნით გამართულ პერფორმანსს ბოლომდე დაესწრნენ.
Print