ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს, ოპოზიციის სრული შემადგენლობა ბოიკოტს უცხადებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის.
"ევროპული საქართველოს " შემდეგ უმრავლესობას ბოიკოტს "ნაციონალური მოძრაობის " დეპუტატებიც უცხადებენ.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ბესო ბრეგაძის თქმით, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, დღევანდელ სხდომაზე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ პოლიტიკურ განცხადებები გააკეთონ და იდებატონ. შესაბამისად, თვლიან, რომ სხდომაზე არ უნდა მივიდნენ.

"ოფიციალურად მივწერეთ საკრებულოს, რომ მოეცათ პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა, რაზეც პასუხიც არ მიგვიღია. უმრავლესობა აცდენილია რეალობას და ვერ ხვდება რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას, რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, ვიმოქმედებთ მოვლენების განვითარების შესაბამისადბ"-განაცხადა ბესო ბრეგაძემ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ქუთაისის საკრებულოს ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს "ევროპული საქართველოს " დეპუტატებმა. მათი თქმით, არც საკრებულოს სხდომებს დაესწრებიან და არც კომისიების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას, ვიდრე აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ოპოზიციის ბოიკოტს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ უპასუხა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის " ქმედება ადასტურებს მათ მიერ კანონის უპატივცემულობას.

"ის ფაქტი, რომ მათ საკრებულოში დებატებს არჩიეს დარბაზს გარეთ განცხადებების გაკეთება, ადასტურებს მათ მიერ კანონისა და ხალხის უპატივცემულობას. ჩვენ არ გავურბივართ დებატებს, მაგრამ არ ვთვლით საჭიროდ მათ ამ გამოწვევაში გავყვეთ "-განაცხადა ირაკლი შენგელიამ. 

ამავე თემაზე:


"ევროპული საქართველოს" დეპუტატები ქუთაისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ
Print