ახალი ამბები
ტყიბულის რესურცენტრს სოლიდარობის აქციის მონაწილე ბავშვების მშობლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
FaceBook
ტყიბულის მერიის წინ, მოსწავლეებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს და თბილისში აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე იდგა. ამის მიზეზად კი, რესურსცენტერის მხრიდან მშობლების მისამართით განხორციელებული მუქარა დასახლედა. 

"თანამედროვე განათლების პრიორიტეტების უკუღმართობა კარგად ჩანს იმ დამოკიდებულებაში, რომელიც გამოავლინა ტყიბულის რესურსცენტრმა იმ მოსწავლეების მიმართ, რომელბმაც დღეს, ტყიბულის მერიის წინ, რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში აქციის მონაწილეებს! იმის მაგივრად, რომ სისტემა ახალისებდეს ახალგაზრდების თავისუფალ არჩევანს და თვითგამოხატვას, ის იქცა თავისუფლების დამხშობ მანქანად. რესურსცენტრის მხრიდან მოსწავლეების მიმართ განხორციელებული მუქარა - ეს არის საბჭოური ქცევა და ეწინააღმდეგება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს!", - წერს სოციალურ ქსელში
2521940191172630" target="_blank">ტყიბულში მცხოვრები რამაზ ზოსიაშვილი.

25 ივნისს, ტყიბულში მოსწავლეეებმა სოლიდარობის აქციის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკის მოძიებაში დახმარება  ტყიბულში არსებულ  "შენების მოძრაობას" სთხოვა. 

"ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის ჩემი დეიდაშვილი, რომელსაც აქვს აპარატურა და მოსწავლეებმა დახმარება სთხოვეს. იმის გამო, რომ  ჩემი დეიდაშვილი ტყიბულში არ იმყოფებოდა, მე მთხოვა დახმარება და მეც აპარატურით ვუზრუნველვყავი  მოსწავლეების აქცია. იქ 10-12 ადამიანი იდგა, რაც  სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს რომ მშობლები დააშინეს, სხვა შემთხვევაში უფრო მეტი  მოსწავლე გამოვიდოდა", - ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე. 

ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა კორძაია ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებს, რომ მისი დავალებით დირექტორებმა ნამდვილად დაურეკეს მშობლებს, ოღონდ ირწმუნება, რომ მშობლებს მხოლოდ იმიტომ დაურეკს, რომ სცოდნოდათ თავიანთი შვილების გეგმები მათივე უსაფრთხოებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ არასამუშაო საათები არის სკოლა ვალდებულია მათი მოსწავლეების უსაფრთხოებაზე. ჩვენ უბრალოდ დირექტორებს ვუთხარით ინფორმირება მოეხდინათ მშობლების, თუ იციან რომ მათი არასრულწლოვანი შვილები არიან  აქციაზე და უბრალოდ რომ ყოფილიყვნენ ყურადღებით, მათი უსაფრთხოება რომ დაეცვათ. ეს არ ყოფილა არანაირი ირიბი გაფრთხილება. ეს არის სკოლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა", -  განმარტავს ირინა კორძაია.

რაც შეეხება ჩვენს კითხვას, იზიარებს თუ არა ის ტყიბულელი მოსწავლეების აქციაზე გამოსვლის მიზეზს, კორძაია ამბობს, რომ ყველას თავისი შეხედულება  და გამოხატვის თავისუფლება აქვს, შესაბამისად, ის არ  ეწინააღმდეგება თავიანთი მოსწავლეების მიერ სოლიდარობის აქციის გამართვას.  

ფოტო: რამაზ ზოსიაშვილი


ამავე თემაზე:

ტყიბულში მოსწაველეებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს
Print