ახალი ამბები
სამტერდიის სოფლის რწმუნებული შეურაცხმყოფელი პოსტების წერას აგრძელებს
11:18 / 26.06.2019
სამტრედიის სოფელ მელაურის
რწმუნებული სოფიკო კიკაჩეიშვილი, რომელმაც რუსთაველზე საპროტესტო
აქციაზე შეკრებილების მიმართ შეურაცხმყოფელი ფეისბუქ კომენტარი დაწერა, ისევ აგრძლებს
ანალოგიური პოსტების წერას.
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებულმა მასალამ
კიკაჩეიშვილის ფეისბუქკომენატრის შესახებ საზოგადოების
დიდი ნაწილი აღშფოთება გამოიწვია. მასალის ქვემოთ, იქვე მოქალაქეები
კიკაჩიეშვილს გონიერებისკენ მოუწოდებენ. ასეთმა კომენტარება კი,
თავის მხრივ, შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორი, და
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის ქვემოთ მოქალაქეებს
შეურაცხმყოფელი პოსტებითვე უპასუხა.
"ყველა მიშას მონები ხართ, ზუსტადაც იკითხეთ სოფელში ვინ ვარ
თქვე ერთუჯრედიანებო ! წერეთ და იკითხეთ თქვენი დაწერილი
კომენტარები!", - წერს სოფიკო კიკაჩეიშვილი.
ის ქუთაისიპოსტთან სატელეფონო
ინტერვიუში ამბობს: "ყველაფერი კარგი არის რუსეთში, საჭმელი,
ჩასაცმელი, აბა ევროპა ჯობია? პიდარასტებით, ცისფერებით და
ლესბოსელების ქვეყანა? მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები, რუსეთი
ოკუპანტია თუ რაც არის შემოგევლე, თურქეთი არანაკლები მტერი იყო
ჩვენი, მაგრამ ხომ არის ახლა ურთიეთობები. რა უნდოდა გზააბენულ ხალხს
რუსთაველის გამზირზე, პატრონი არა ჰყავთ? შვილი მყავს, როგორ
გამიბედავს იქ წასვლას, თავს მოვაჭრი", - განაცხადა ქუთაისიპოსტთან
სატელეფონო საუბარში სოფიკო კიკაჩეიშვილი.
სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია კი ირწმუნება, რომ მას
არ აქვს კიკაჩეიშვილის პოსტები ნანახი. თუმცა, ამბობს,
რომ სოფიკო კიკაჩეიშვილი სოფლის კარგი რწმუნებულია.
ამავე თემაზე:
"სამსახურეობრივად,
ყველაფერს ისე ასრულებს როგორც საჭიროა" – სამტრედიის მერი სოფლის
რწმუნებულზე
მასალის გამოყენების პირობები