ახალი ამბები
"სამსახურეობრივად, ყველაფერს ისე ასრულებს როგორც საჭიროა" – სამტრედიის მერი სოფლის რწმუნებულზე
FaceBook
სამტრედიის მერს სოფელ მელაურის  რწმუნებულის სოფიკო კიკაჩეიშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

ქალაქის მერი ირწმუნება, რომ  კიკაჩეიშვილის კომენტარი არ უნახავს და შესაბამისად, რეაგირებასაც ვერ მოახდენდა. 

"არ ვიცი მე, არ ვარ გაცნობილი ამას, გავეცნობი და მის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ვალდებული ვარ ფეისბუქებში ვამოწმო ვინ რას წერს? ათასი საქმე გვაქვს და სოფიკო კიკაჩეიშვილი ძალიან კარგი სოფლის მზრუნველი ადამიანია და მე, არ ვიცი რას წერს სოციალურ ქსელში. რაც შეეხება სამსახურეობრივად, ყველაფერს ისე ასრულებს როგორც საჭიროა. დანარჩენს გადავამოწმებ და ჩემი მხრიდან თუკი რამე არის საჭირო, რაიმე დააშავა, რა თქმა უნდა, ზომებს მივიღებ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში  ვალერი ფოცხვერია. 


სამტრედიის სოფელ მელაურის სოფლის რწმუნებული სოფიკო  კიკაჩეიშვილი,  რუსთაველზე აქციაზე შეკრებილების მიმართ ფეისბუქში შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს. "ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე";  "ნეტა რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა", - წერს სოფლის რწმუნებული. 


ამავე თემაზე:


"ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე" - სამტრედიის სოფლის რწმუნებული (აუდიო)
Print