ახალი ამბები
ტყიბულში მოსწაველეებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერიასთან ტყიბულელი მოსწავლეები შეიკრიბნენ და თბილისში პარლამენტის წინ აქციაზე მყოფებს თანადგომა გამოუცხადეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ საქართველოში რუსულ ოკუპაციას, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის გამოსვლა.

ტყიბულელი მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია.

რუსთაველის გამზირზე 5 დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  გიორგი გახარიას  გადაყენებას და 20 ივნის  რუსთაველზე მომხდარი ძალდობრივის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
Print