ახალი ამბები
"ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე" - სამტრედიის სოფლის რწმუნებული (აუდიო)
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის სოფლის რწმუნებული სოფიკო  კიკაჩეიშვილი,  რუსთაველზე აქციაზე შეკრებილების მიმართ ფეისბუქში შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე";  "ნეტა რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა", - წერს სოფლის რწმუნებული. 





ქუთაისიპოსტი სოფიკო კიკაჩეიშვილს დაუკავშირდა ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა  ფეისბუქ კომენტარი. 

"ყველაფერი კარგი არის რუსეთში, საჭმელი, ჩასაცმელი, აბა ევროპა ჯობია? პიდარასტებით, ცისფერებით და ლესბოსელების ქვეყანა?  მე მომწონს რუსეთი,  მაგათი ტრადიციები, რუსეთი ოკუპანტია თუ რაც არის  შემოგევლე, თურქეთი არანაკლები მტერი იყო ჩვენი, მაგრამ ხომ არის ახლა ურთიეთობები. რა უნდოდა გზააბენულ ხალხს რუსთაველის გამზირზე, პატრონი არა ჰყავთ? შვილი მყავს, როგორ გამიბედავს იქ წასვლას, თავს მოვაჭრი", -  განაცხადა ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში სოფიკო კიკაჩეიშვილი.



Print