ახალი ამბები
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი ევროპიდან არის
FaceBook

მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ქუთაისში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ევროპის ქვეყნებიდან შემოვიდა. 


ქუთაისის ტურიზმის ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ქალაქს 5545 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან ყველაზე მეტი პოლონეთიდან იყო (1439), შემდეგ მოდის გერმანია (1086). რუსეთი 476 ვიზიტორით მესამე ადგილს იკავებს, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო (443 ვიზიტორი) და ლატვია (294).


რაც შეეხება ქვედყნის მასშტაბით მონაცემებს, 2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 1,617,548 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2.2%-ით მეტია.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თითო ვიზიტზე ყველაზე მაღალი დანახარჯი სხვა ქვეყნის (მათ შორის გაერთიანებული არაბეთის ემირატები) მოქალაქეებს აქვთ (2,286.4 ლარი).  მას მოსდევს დასავლეთ ევროპა (1,621.8 ლარი), შემდეგ ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა (1,407 ლარი) და რუსეთი (1,135 ლარი).  მაგრამ ქვეყანამ ყველაზე მეტი შემოსავალი ტურიზმის სფეროში მიიღო რუსეთიდან, ვინაიდან ამ ქვეყნიდან საქართველოში 2019 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი (172,217) შემოვიდა.


შემდეგ ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც ქვეყანამ 105,962 ვიზიტორი მიიღო, მას მოსდევს სომხეთი და თურქეთი.

Print